რჩევები თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვს კბილების გახეხვა

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კბილების გახეხვა? – 5 პრაქტიკული რჩევა

იმისთვის, რომ კბილების გახეხვა ჩვევად და ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად იქცეს, აუცილებელია ის ბავშვს მცირე ასაკიდანვე შევაყვაროთ. ეს კი არც თუ ისე მარტივია. დაფიქრდით, თავად რამდენჯერ დაგზარებიათ ამ პროცედურის ჩატარება, განსაკუთრებით პატარაობისას და მოზარდობისას. რაც არ უნდა იყოს, კბილების რეგულარულად და სწორად გახეხვის გარეშე შეუძლებელია ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება. ამიტომ ისღა დაგვრჩენია ის ბავშვებისთვის შეძლებისდაგვარად სახალისო და სასიამოვნო აქტივობად ვაქციოთ. 

ქვემოთ გთავაზობთ 5 პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. 

1. აქციეთ კბილების გახეხვა თამაშად

რადგანაც ბავშვები ყველაზე მარტივად თამაშით სწავლობენ, მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად ნებისმიერი აქტივობა, მათ შორის, კბილების გახეხვა თამაშად ვაქციოთ. თუ ისინი დაინახავენ, რომ კბილების გახეხვა ვალდებულება კი არა, სახალისო პროცესია, ისინი რუტინით დიდ სიამოვნებასაც მიღებენ და არც უარყოფითი ასოციაცია გაუჩნდებათ მის მიმართ. ბავშვობაში ჩამოყალიბებული უარყოფითი მიმართებების აღმოფხვრა კი მოზარდობისა და ზრდასრულობისას კიდევ უფრო რთულია.

კბილების გახეხვისთვის თამაშის ფორმის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიშის საათი ან 2-წუთიანი ტაიმერი. ასევე, ჩაურთოთ ბავშვს საყვარელი სიმღერა ან თავად უმღეროთ; მოიფიქროთ რაიმე სახალისო ისტორია, მაგალითად, როგორც ამარცხებს კბილის ჯაგრისი და პასტა ბაქტერიებს; მოაწყოთ პატარა შეჯიბრება, ვინ უკეთ და საფუძვლიანად გაიხეხავს კბილებს და ა.შ. 

2. მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როდესაც არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევენ და მათ დამოუკიდებლობას პატივს სცემენ. სწორედ ამიტომ, ასაკისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ ყოველდღიურად მცირე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს ზრდის თავდაჯერებულობისა და პასუხისმგებლობის განცდას, ასევე, ბავშვს უჩენს მოტივაციას, შემდგომშიც ერთგული დარჩეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი. 

მოტივაციის გასაზრდელად, არჩევანის გაკეთების უფლება მიეცით კბილების გახეხვის პროცესშიც. მაგალითად, პროდუქტების შეძენისას ჰკითხეთ, რა ფერის ჯაგრისი სურს თავად. ამასთან, შეგიძლიათ რამდენიმე ფერის ჯაგრისი მოიმარაგოთ, რომელთა შორისაც ბავშვი თავად გააკეთებს არჩევანს მისი განწყობის შესაბამისად. იგივე ეხება კბილის პასტას, ჯაგრისი დამჭერსა თუ ჭიქას. 

3. იყავით მაგალითი ბავშვისთვის

ბავშვები უფროსების ქცევას აკვირდებიან და ხშირად მათ ქცევებს იმეორებენ, რადგან ის, რასაც დიდები აკეთებენ, მათთვის ნორმალური და დაშვებულია. ახალ ჩვევებსაც  სწორედ მშობლების მიბაძვით სწავლობენ. თუ მათ ყოველდღიურად დავანახვებთ, რომ ჩვენთვის კბილების გახეხვა მნიშვნელოვანია და ის მუდმივად მეორდება, დიდი ალბათობით, დროთა განმავლობაში მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ დროს უფროსის განწყობა. თუ ბავშვი ხედავს, რომ კბილების გახეხვა მშობლისთვის მოსაწყენი და მომაბეზრებელი რუტინაა, მასაც იგივე ასოციაციები გაუჩნდება. 

სცადეთ, ყოველთვის თუ არა, უმეტესად მაინც კბილები ბავშვთან ერთად გაიხეხოთ. დადექით სარკის წინ, აჩვენეთ, თავად როგორ იწმენდთ კბილებს, აუხსენით რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და ასწავლეთ სწორი ტექნიკა. 

ასეთი ყოველდღიური რიტუალები ბავშვს არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და ჩართულობის განცდას უქმნის, არამედ ეხმარება იმის გააზრებაშიც, რომ პირის ღრუს მოვლა ცხოვრების ჩვეულებრივი და აუცილებელი ნაწილია. 

4. შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვი 

კბილების გახეხვისა თუ სხვა აუცილებელი ჩვევის ჩამოყალიბებისას კრიტიკა, გაბრაზება ან იძულება სასურველ შედგეს ვერ მოგიტანთ. ბავშვისთვის ეს პროცესი არ უნდა იყოს დაკავშირებული შენიშვნებთან, დაძაბულობასთან ან დასჯასთან. ამ შემთხვევაში კბილების გახეხვა აუტანელ რუტინად ექცევა და დიდია ალბათობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმყარდეს ეს უარყოფითი მიმართებები. ამიტომ აუცილებელია, გამოუცხადოთ მხარდაჭერა, დაუფასოთ მცდელობა და შეაქოთ. 

მოტივაციისთვის შეგიძლიათ შექმნათ კვირის ან თვის კალენდარი, სადაც ყოველი გახეხვა ვარსკვლავით ან რაიმე სტიკერით აღინიშნება. ასევე, გააკეთოთ „წარმატებების ცხრილი“, სადაც ბავშვი დაინახავს, რამდენი დღე შეძლო კბილების მიყოლებით გახეხვა. ეს პროცესი მისთვის თამაშის ელემენტს შეიძენს და ყოველდღიური ჰიგიენა ნაკლებად მოსაწყენი გახდება.

შესაძლებელია ბავშვი დროდადრო დააჯილდოოთ კიდეც, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი მხოლოდ ჯილდოზე არ გაკეთდეს. საჩუქარი შეიძლება იყოს ერთად წაკითხული ზღაპარი, დამატებითი დრო საყვარელი თამაშისთვის ან პატარა ოჯახური აქტივობა. ამის მიზანი არის არა ბავშვის დარწმუნება, რომ კბილების გახეხვის სანაცვლოდ ყოველთვის საჩუქარს მიიღებს, არამედ ის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მოვლა სასიამოვნო და დასაფასებელი ჩვევაა. 

5. ნუ დაელოდებით პრობლემის გაჩენას – ეწვიეთ ბავშვთა სტომატოლოგს