გნათოლოგია

გნათოლოგიური მომსახურება მოიცავს ისეთი პრობლემების დიაგნოსტიკასა და მართვას, როგორებიცაა ყბის ტკივილი, ყბის სახსრის ხმაური, ბრუქსიზმი, თანკბილვის დარღვევები და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სხვა ფუნქციური პათოლოგიები. 

ჩვენს კლინიკაში ტარდება დეტალური დიაგნოსტიკა თანამედროვე აპარატურით, ხოლო მკურნალობა წარიმართება პროფესიონალების მიერ ინდივიდუალური მიდგომით. ეს კი იძლევა პრობლემების არა მხოლოდ დროულად აღმოჩენის გარანტიას, არამედ გრძელვადიან შედეგს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დიაგნოსტიკა (Zebris)

თანამედროვე დიაგნოსტიკური სისტემა – Zebris საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს ყბისა და სახსრის ფუნქციური დარღვევები, ასევე, თანკბილვის მდგომარეობა. კვლევა ეხმარება ექიმს სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და სწორი მკურნალობის დაგეგმვაში. 

თანკბილვის ნორმალიზება

მკურნალობის მიზანია ზედა და ქვედა კბილების სწორი ურთიერთმიმართების აღდგენა, რაც ხელს უწყობს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის გამართულად ფუნქციონირებას, კბილებზე დატვირთვის თანაბარ გადანაწილებას და პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

გნათოლოგიური მომზადება ორთოპედიისთვის

რთული ორთოპედიული მკურნალობის დაწყებამდე ხშირად საჭიროა თანკბილვის კორექცია და ყბის ფუნქციის წინასწარი შეფასება. გნათოლოგიური მომზადება უზრუნველყოფს სტაბილურ და მყარ საფუძველს შემდგომი პროთეზირების ან რესტავრაციისთვის.

ბრუქსიზმის და სპორტული კაპა

ბრუქსიზმის კაპა უზრუნველყოფს კბილების დაცვას ღამით უნებლიე კრაჭუნით (ბრუქსიზმი) გამოწვეული დაზიანებებისგან. სპორტული კაპა გამოიყენება სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების დროს კბილებისა და ყბის ტრავმებისგან დასაცავად. კაპა მზადდება პაციენტის ინდივიდუალური ანაბეჭდის საფუძველზე.

კაპით მკურნალობის კურსი

კაპით მკურნალობის კურსი ითვალისწინებს თანკბილვისა და ყბის ფუნქციური პრობლემების სრულფასოვან კორექციას.

მკურნალობის გეგმა მუშავდება დეტალური დიაგნოსტიკისა და პაციენტის საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით.

კაპით მკურნალობის კურსი (ცალკე) – სამკურნალო თერაპია კაპით ინდივიდუალურად შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

კაპით მკურნალობის კურსი (მოიცავს Zebris-ის კვლევას) – მკურნალობა მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკურ სისტემა – Zebris-ს დიაგნოსტიკურ კვლევასაც.

რესტავრაცია

გნათოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით შესრულებული რესტავრაცია აღადგენს კბილის ფორმას, ფუნქციას და უზრუნველყოფს თანკბილვის გაუმჯობესებას.

ხვრინვის და აპნოეს კაპა

აპარატი ხელს უწყობს ქვედა ყბის სწორ პოზიციაში ფიქსაციას, რაც აუმჯობესებს ჰაერის გამავლობას ძილის დროს. ეს სპეციალური კაპა გამოიყენება ხვრინვისა და ძილის აპნოეს მსუბუქი ფორმების სამართავად.

სერვისები


ხშირად დასმული კითხვები

რას შეისწავლის და მკურნალობს გნათოლოგია?

გნათოლოგია შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონირებას და მოიცავს ისეთი პრობლემების დიაგნოსტიკასა და მართვას, როგორიცაა ყბის ტკივილი, სახსრის ხმაური, ბრუქსიზმი და თანკბილვის დარღვევები.

კონსულტაცია რეკომენდებულია ყბის ტკივილის, პირის გაღებისას სახსრის ხმაურის, კბილების უნებლიე კრაჭუნის, ღეჭვის დისკომფორტის ან თანკბილვის პრობლემების შემთხვევაში.

ბრუქსიზმი არის კბილების უნებლიე კრაჭუნი ან ძლიერი დაჭერა, რომელიც ხშირად ძილის დროს ხდება. სპეციალური კაპა შეიძლება გამოყენებულ იქნეს კბილების დასაცავად და შესაბამისი სიმპტომების მართვისთვის.

Zebris არის თანამედროვე დიაგნოსტიკური სისტემა, რომელიც გამოიყენება ყბისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის, ასევე თანკბილვის მდგომარეობის დეტალურად შესაფასებლად. კვლევის შედეგები ექიმს ეხმარება სწორი მკურნალობის გეგმის შედგენაში.

კომპლექსური პროთეზირების ან რესტავრაციის დაწყებამდე შესაძლოა საჭირო გახდეს თანკბილვისა და ყბის ფუნქციის შეფასება და კორექცია. ეს ხელს უწყობს შემდგომი ორთოპედიული მკურნალობისთვის უფრო სტაბილური საფუძვლის შექმნას.

ეს არის სპეციალური კაპა, რომელიც ქვედა ყბის პოზიციის კორექციას და ძილის დროს ჰაერის გამავლობის გაუმჯობესებას ემსახურება. იგი გამოიყენება ხვრინვისა და ძილის აპნოეს მსუბუქი ფორმების მართვისთვის.