ორთოპედია

ორთოპედიული სტომატოლოგია მოიცავს კბილების აღდგენას ან/და ჩანაცვლებას პროთეზირების თანამედროვე მეთოდებით. მისი მიზანია დაკარგული ან დაზიანებული კბილების ფორმის, ფუნქციისა და ესთეტიკური მხარის აღდგენა, სწორი თანკბილვის შენარჩუნება და პირის ღრუს ფუნქციის გაუმჯობესება. 

ჩვენს კლინიკაში ორთოპედიული მკურნალობის დროს გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც განაპირობებს კომფორტს პირის ღრუში, პროთეზების ბუნებრივ იერსა და ხანგრძლივ შედეგს. მკურნალობის გეგმა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კბილების მდგომარეობის, ყბა-სახის თავისებურებებისა და ესთეტიკური მოთხოვნების შესაბამისად.

უმეტალო კერამიკა (ვინირი)

ვინირი წარმოადგენს თხელ კერამიკულ ფირფიტას, რომელიც ფიქსირდება კბილის ზედაპირზე და გამოიყენება კბილის ფორმის, ფერისა და ვიზუალის გასაუმჯობესებლად.

უმეტალო კერამიკა (ცირკონის ოქსიდზე დამზადებული გვირგვინი)

ცირკონის გვირგვინი გამოიყენება მნიშვნელოვნად დაზიანებული ან დაკარგული კბილის აღსადგენად. მასალა გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობითა და ბუნებრივ კბილთან მაქსიმალური მსგავსებით.

უმეტალო კერამიკა იმპლანტზე

იმპლანტზე დამაგრებული კერამიკული გვირგვინით ნაცვლდება დაკარგული კბილი და აღადგენს მის ბუნებრივ ვიზუალსა და ფუნქციას.

მოსახსნელი პროთეზი ფიქსირებული იმპლანტებზე

იმპლანტებზე დამაგრებული პროთეზი უზრუნველყოფს დაკარგული კბილების ჩანაცვლებას და, შედეგად, მათი ფუნქციისა და კომფორტის აღდგენას პირის ღრუში.

მიკროპროთეზი

კბილის მცირე დაზიანებების აღდგენა სპეციალური პროთეზული კონსტრუქციებით, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნდეს კბილის ბუნებრივი ქსოვილი.

მოკაპი (wax-up, mock-up)

კბილების ფორმის მოდელირება, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს წინასწარ ვიზუალურად აღიქვას მოსალოდნელი შედეგი.

ტიტანის რკალზე ცირკონის მოუხსნელი კონსტრუქცია

იმპლანტებზე დამაგრებული მყარი პროთეზული კონსტრუქცია, რომელიც ტიტანის რკალზე ფიქსირდება და დაფარულია ცირკონის კერამიკით. იგი გამოირჩევა გამძლეობით, ესთეტიკით და ხანგრძლივი შედეგით.

სერვისები


ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ორთოპედიული სტომატოლოგია?

ორთოპედიული სტომატოლოგია მოიცავს დაზიანებული ან დაკარგული კბილების აღდგენასა და ჩანაცვლებას თანამედროვე პროთეზირების მეთოდებით. მკურნალობის მიზანია კბილის ფუნქციის, ფორმისა და ესთეტიკური მხარის გაუმჯობესება.

გვირგვინი გამოიყენება მნიშვნელოვნად დაზიანებული ან დასუსტებული კბილის აღსადგენად და მისი ფუნქციისა და ფორმის შესანარჩუნებლად. სტომატოლოგიურ კლინიკა „პრიმეროში“ შესაძლებელია, მათ შორის, ცირკონის ოქსიდზე დამზადებული გვირგვინის გამოყენება.

ვინირი არის თხელი კერამიკული ფირფიტა, რომელიც კბილის ზედაპირზე ფიქსირდება და ძირითადად გამოიყენება კბილის ფორმის, ფერისა და ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად.

იმპლანტზე დამაგრებული გვირგვინი წარმოადგენს დაკარგული კბილის აღდგენის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდს. იმპლანტი ცვლის კბილის ფესვს, ხოლო მასზე დამაგრებული გვირგვინი აღადგენს კბილის ხილულ ნაწილსა და ფუნქციას.

ეს არის პროთეზული კონსტრუქცია, რომელიც სპეციალური იმპლანტების დახმარებით ფიქსირდება და გამოიყენება დაკარგული კბილების ჩანაცვლებისა და ღეჭვის ფუნქციის აღსადგენად.

მკურნალობის მეთოდი შეირჩევა ინდივიდუალურად, კბილების მდგომარეობის, ყბა-სახის თავისებურებების, ფუნქციური საჭიროებებისა და პაციენტის ესთეტიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.