ქირურგიული სტომატოლოგია

ქირურგიული სტომატოლოგია მოიცავს კბილების, ღრძილების, ყბის ქსოვილებისა და მიმდებარე სტრუქტურების ქირურგიულ მკურნალობას. ამგვარი ჩარევები მიმართულია არა მხოლოდ არსებული პრობლემების მოგვარებაზე, არამედ მათ პრევენციაზე. სწორი და დროული მკურნალობა უზრუნველყოფს კბილების შენარჩუნებას, პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობას და ფუნქციურად გამართულ და ჯანსაღ პირის ღრუს. 

ჩვენს კლინიკაში ქირურგიული ოპერაციები წარიმართება ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, რაც განაპირობებს პროცედურების მაქსიმალური სიზუსტეს.

კბილის ექსტრაქცია / დისტოპირებული კბილის ექსტრაქცია

არასწორად ამოსული ან განვითარებული კბილის მოცილება თანკბილვის გაუმჯობესებისა და ტკივილის მოხსნის მიზნით.

ფესვის ექსტრაქცია

დაზიანებული ან ინფიცირებული კბილის ფესვის ამოღება ანთებითი პროცესის შეჩერებისა და ტკივილის მოხსნის მიზნით.

ტუჩის, ენის ლაგამის კორექცია ლაზერით

პროცედურის შედეგად პაციენტს ეხსნება დისკომფორტი პირის ღრუში, უმჯობესდება და მარტივდება საუბრისა და საკვების მიღების პროცესი. ლაზერის გამოყენებით ჩარევა არის სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულო.

ფესვის მწვერვალის რეზექცია (Apicoectomy)

დაზიანებული ფესვის წვერის მოცილება სპეციალური მეთოდით – აპიკოექტომიით. პროცედურა გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობით ვერ ხერხდება პრობლემის გადაჭრა.

ოდონტოგენური და არაოდონტოგენური აბსცესი

პირის ღრუში არსებული ინფექციის პროგრესირების შეჩერება და მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

კბილის ტრავმული დაზიანება

ტრავმის შედეგად დაზიანებული კბილების აღდგენა და ინფექციების პრევენცია.

ეგზოსტოზის კორექცია

ზედმეტად განვითარებული ძვლოვანი ქსოვილების მოცილება და მათი ზრდის შეჩერება, რათა აღდგეს კომფორტული კვება და გამარტივდეს ორთოპედიული ჩარევები.

ჰემისექცია

კბილის ნაწილის მოცილება დარჩენილი კბილის ფუნქციის შენარჩუნებით.

პერიკორონარიტი (ქუდაკის მკურნალობა)

ნაწილობრივ ამოსული ან დისფუნქციური კბილის გარშემო არსებული ღრძილის ანთების მკურნალობა.

ალვეოლიტის მკურნალობა (1 სეანსი)

კბილის ექსტრაქციის შემდგომ განვითარებული კბილბუდის ანთების მკურნალობა.

გინგივოპლასტიკა / ვესტიბულოპლასტიკა

ღრძილის ან ვესტიბულარული ქსოვილის ფორმის კორექცია ვიზუალისა და ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

გინგივოტომია / გინგივექტომია

ღრძილის ქსოვილის მოცილება ან ფორმირება ჰიგიენისა და ესთეტიკის გაუმჯობესებისთვის.

პაროდონტოპლასტიკა (ხელოვნური ძვლის გარეშე)

პაროდონტის ქსოვილების კორექცია ან აღდგენა ხელოვნური ძვლის გამოყენების გარეშე.

ღია / დახურული სინუს-ლიფტინგი

ზედა ყბის სინუსის მოცულობის გაზრდა იმპლანტაციის პროცედურებისთვის

ძვლის რეკონსტრუქციული ოპერაცია

დაზიანებული ან დასუსტებული ძვლის აღდგენა იმპლანტაციისთვის საჭირო სივრცის შექმნის ან პირის ღრუს ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით.

სანერწყვე ჯირკვლის კენჭოვანი დაავადება

კენჭების მოცილება და სანერწყვე ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა.

ოდონტომა, ცემენტომა, ოსტეომა

კბილთან ან ყბასთან დაკავშირებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოცილება.

ოდონტოგენური ჰაიმორიტი

კბილიდან წამოსული და სინუსში გავრცელებული ინფექციის მკურნალობა.

კისტა: ლორწქვეშა, ყბის ოდონტოგენური

კისტის დროული მკურნალობა – მისი მოცილება ან გაწმენდა ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით.

ღრძილის მკურნალობა ლაზერით (მთლიანი პირის ღრუ)

ღრძილების ანთებისა და ჰიგიენური პრობლემების დროულად მოგვარება ლაზერის დახმარებით.

ზედა ყბის წიაღის ხვრელარხის დახურვა

ზედა ყბის ხვრელის დახურვა კბილის ექსტრაქციის შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასში ჰაერის ან ინფექციის შეღწევა.

სერვისები