პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც პროფილაქტიკურ, ისე სამკურნალო პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ღრძილების დაავადებების გართულებების თავიდან აცილებას ან მათ სრულ პრევენციას. ასევე, ანთებითი პროცესების დროულად შეჩერებას და, შედეგად, ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნებას. 

აღსანიშნავია, რომ პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობა განაპირობებს არა მხოლოდ კბილების სტაბილურობას, არამედ პირის ღრუს ზოგად მდგომარეობას.

პირველადი დახმარება ლორწოვანის დაზიანების დროს

პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, გაღიზიანებით ან ინფექციით. პირველადი დახმარება მოიცავს დაზიანებული ადგილის შეფასებას, ანთების შეჩერებას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას.

სკეილინგი

პროფესიონალური წმენდის პროცედურა – სკეილინგი უზრუნველყოფს კბილების ზედაპირიდან და ღრძილების ხაზებთან არსებული სივრცეებიდან ქვებისა და ნადების მოშორებას. მისი დახმარებით შესაძლებელია ღრძილების ანთებითი პროცესებისა და პაროდონტის დაავადებების პრევენცია.

პაროდონტის ქსოვილის ღრმა წმენდა

ღრმა წმენდა (კიურეტაჟი) ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ანთებითი პროცესი გავრცელებულია ღრძილქვეშა არეში და ჩამოყალიბებულია პაროდონტალური ჯიბეები. პროცედურის დროს ხდება კბილის ფესვის ზედაპირის და პაროდონტის ქსოვილების საფუძვლიანი გაწმენდა ნადებისა და ბაქტერიებისგან. შედეგად, ჩერდება ანთებითი პროცესი და იწყება ქსოვილების აღდგენა.

შემანარჩუნებელი თერაპია

პაროდონტოლოგიური მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანია რეგულარული კონტროლი და შემანარჩუნებელი თერაპია. ეს მოიცავს პერიოდულ პროფესიონალურ წმენდას და ექიმის მონიტორინგს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების რეციდივი და შენარჩუნდეს მიღებული შედეგი.

კბილების აირჭავლოვანი წმენდა (AirFlow)

AirFlow არის თანამედროვე, არაინვაზიური პროფესიონალური წმენდის მეთოდი, რომელიც ჰაერის, წყლისა და სპეციალური მიკრონაწილაკების კომბინაციის დახმარებით კბილებიდან აშორებს ნადებსა და ბაქტერიებს. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტიანია კბილთა შორის რთულად მისადგომი უბნების გასაწმენდად. AirFlow ხელს უწყობს კბილების ბუნებრივი ფერის აღდგენას, სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას და პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესებას. პროცედურა არ აზიანებს ემალს, არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო. შესაბამისად, ის უტარდებათ როგორც ზრდასრულ პაციენტებს, ისე ბავშვებს.

პროფესიონალური წმენდა

პროფესიონალური წმენდა მოიცავს კბილების ზედაპირისა და კბილთა შორის სივრცეების სპეციალური ინსტრუმენტებით გაწმენდას. პროცედურის მიზანია დაგროვილი ნალექისა და ნადების მოცილება და პირის ღრუს ბაქტერიებისგან გაწმენდა. პროცედურის შედეგად კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. ამასთან, ის უზრუნველყოფს კარიესის, ღრძილების დაავადებებისა და კბილების ცვეთის პროფილაქტიკას.

სერვისები


ხშირად დასმული კითხვები

რას მკურნალობს პაროდონტოლოგია?

პაროდონტოლოგია მოიცავს ღრძილებისა და კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მისი მიზანია ანთებითი პროცესების კონტროლი, კბილების სტაბილურობის შენარჩუნება და პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

ღრძილების სისხლდენა, შეშუპება, სიწითლე, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, კბილების მგრძნობელობა ან მორყევა შეიძლება ღრძილების დაავადების ნიშნები იყოს. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია პაროდონტოლოგის კონსულტაცია.

პროფესიული წმენდა ხელს უწყობს კბილის ნადებისა და ქვის მოცილებას იმ ადგილებიდან, რომელთა სრულყოფილად გაწმენდა სახლის პირობებში რთულია. რეგულარული წმენდა ასევე მნიშვნელოვანია ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

სკეილინგი არის პროფესიული წმენდის პროცედურა, რომლის დროსაც კბილების ზედაპირიდან და ღრძილების ხაზის მიმდებარე სივრცეებიდან კბილის ქვა და ნადები იშლება და იწმინდება.

პაროდონტოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია როგორც უკვე არსებული ღრძილების პრობლემების დროს, ისე მათი პრევენციის მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია სისხლდენის, შეშუპების ან კბილების მორყევის შემთხვევაში.

დიახ. პირის ღრუს სწორი და რეგულარული ჰიგიენა, პროფესიული წმენდა და პერიოდული სტომატოლოგიური შემოწმება მნიშვნელოვნად ამცირებს ღრძილების დაავადებების განვითარების რისკს.