იმპლანტაცია

იმპლანტაცია წარმოადგენს დაკარგული კბილის ჩანაცვლების თანამედროვე მეთოდს, რომლის დროსაც ყბის ძვალში თავსდება ტიტანის სპეციალური იმპლანტი. იგი ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას და წარმოადგენს საფუძველს შემდგომში გვირგვინის, ხიდის ან სხვა ორთოპედიული კონსტრუქციის დასამაგრებლად. პროცედურა უზრუნველყოფს კბილის ფუნქციის აღდგენას და ვიზუალური მხარის გაუმჯობესებას.

დენტალური იმპლანტის ჩასმა

კბილის ფესვის ჩანაცვლება სპეციალური იმპლანტით

იმპლანტზე გვირგვინის ფიქსაცია

კბილის ვიზუალისა და ფუნქცია აღდგენა გვირგვინის საშუალებით

ძვლის რეკონსტრუქცია (აუგმენტაცია)

ძვლის მოცულობის აღდგენა ან გაზრდა იმპლანტის მყარად ფიქსაციის მიზნით

ღია და დახურული სინუს-ლიფტინგი

ზედა ყბის სინუსის მოცულობის გაზრდა იმპლანტისთვის საჭირო სიმაღლის შესაქმნელად

იმპლანტის გარშემო რბილი ქსოვილების კორექცია

ღრძილების და რბილი ქსოვილების აღდგენა იმპლანტის ბუნებრივი იერის შესაქმნელად

სერვისები


ხშირად დასმული კითხვები

რა არის კბილის იმპლანტაცია?

კბილის იმპლანტაცია არის დაკარგული კბილის აღდგენის მეთოდი, რომლის დროსაც კბილის ფესვი სპეციალური იმპლანტით იცვლება. შემდგომ ეტაპზე იმპლანტზე ფიქსირდება გვირგვინი, რომელიც აღადგენს კბილის ფუნქციასა და ვიზუალს.

იმპლანტაცია გამოიყენება ერთი ან რამდენიმე დაკარგული კბილის ჩანაცვლებისთვის. მკურნალობის შესაძლებლობა და კონკრეტული მეთოდი განისაზღვრება პაციენტის პირის ღრუსა და ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის შეფასების შემდეგ.

ძვლის აუგმენტაცია არის პროცედურა, რომლის მიზანია იმპლანტისთვის საჭირო ძვლის მოცულობის აღდგენა ან გაზრდა. ის შეიძლება გახდეს საჭირო მაშინ, როდესაც არსებული ძვლოვანი ქსოვილი საკმარისი არ არის იმპლანტის სტაბილური ფიქსაციისთვის.

ზედა ყბის უკანა ნაწილში ძვლის სიმაღლის არასაკმარისი მოცულობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სინუს-ლიფტინგი. პროცედურა ქმნის იმპლანტაციისთვის საჭირო პირობებს.

სწორად დაგეგმილი და შესრულებული იმპლანტაცია საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც კბილის ფუნქცია, ისე ბუნებრივი იერსახე. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ინდივიდუალურ კლინიკურ მდგომარეობასა და აღდგენის მეთოდზე.

სტომატოლოგიურ კლინიკა ,,პრიმეროში” იმპლანტაციის დაწყებამდე ექიმი აფასებს კბილების, ღრძილებისა და ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობას. საჭირო დიაგნოსტიკის საფუძველზე განისაზღვრება იმპლანტაციის ეტაპები და პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმა.