თერაპიული სტომატოლოგია

პირის ღრუს ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია კბილების და ღრძილების რეგულარულ და სწორ მოვლაზე. თერაპიული სტომატოლოგია ითვალისწინებს პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკას, მათი არსებობის შემთხვევაში კი – დროულ მკურნალობას, რაც თავიდან აგარიდებთ სერიოზულ გართულებებსა და დაავადებებს. 

ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა უზრუნველყოფს სრულფასოვან დიაგნოსტიკას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.

ფესვის არხის მკურნალობა (ენდოდონტია)

მკურნალობა მოიცავს ინფიცირებული არხის გაწმენდას, ფორმირებასა და დეზინფექციას, რის შემდეგაც არხი ივსება სპეციალური მასალით. მკურნალობის მიზანია კბილის ფუნქციის აღდგენა და შენარჩუნება, ასევე შემდგომი ინფექციის თავიდან აცილება. მკურნალობა ტარდება მიკროსკოპის ქვეშ, მაქსიმალური ვიზუალიზაციის პირობებში, რაც სრულყოფილი შედეგის გარანტიას იძლევა.

პროფესიონალური წმენდა

პროფესიონალური წმენდა მოიცავს კბილების ზედაპირისა და კბილთა შორის სივრცეების სპეციალური ინსტრუმენტებით გაწმენდას. პროცედურის მიზანია დაგროვილი ნალექისა და ნადების მოცილება და პირის ღრუს ბაქტერიებისგან გაწმენდა. პროცედურის შედეგად კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. ამასთან, ის უზრუნველყოფს კარიესის, ღრძილების დაავადებებისა და კბილების ცვეთის პროფილაქტიკას. პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულო.

კარიესის მკურნალობა

შესაბამისი პროცედურების მეშვეობით იკურნება როგორც ზედაპირული, ისე საშუალო და ღრმა კარიერი. კბილიდან დაზიანებული ნაწილის მოცილების შემდეგ, სივრცე ივსება სპეციალური მასალით, რაც უზრუნველყოფს კბილის ფუნქციის სრულად შენარჩუნებას.

პირველადი დახმარება

პირველადი დახმარება გულისხმობს კბილის ძლიერი ტკივილის, სერიოზული დაზიანებისა და ტრავმის დროს სწრაფ ჩარევას, რაც პაციენტს მდგომარეობას მყისიერად უმსუბუქებს.

რესტავრაცია

პროცედურის დროს კბილის ფისურები იფარება სპეციალური ჰერმეტიკული მასალით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების მოხვედრას ღრმა ნაპრალებში. შედეგად, მცირდება კარიესის განვითარების რისკი და უმჯობესდება პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობა. პროცედურა უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულოა.

სერვისები


ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს თერაპიული სტომატოლოგია?

თერაპიული სტომატოლოგია მოიცავს კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჩვენს კლინიკაში მკურნალობის გეგმა თითოეული პაციენტის საჭიროებების შესაბამისად განისაზღვრება.

კარიესის მკურნალობის დროს ექიმი აშორებს კბილის დაზიანებულ ქსოვილს და მიღებულ სივრცეს ავსებს სპეციალური მასალით. მკურნალობის მიზანია კბილის ფუნქციისა და ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალურად შენარჩუნება.

კბილის არხის მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური მკურნალობა, საჭიროა მაშინ, როდესაც კბილის შიგნით არსებული რბილი ქსოვილი დაზიანებული ან ინფიცირებულია. მკურნალობისას არხები იწმინდება, მუშავდება და ივსება შესაბამისი მასალით.

დროული მკურნალობა ხელს უწყობს დაზიანების გავრცელების შეჩერებას და კბილის ქსოვილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. უყურადღებოდ დატოვებულმა კარიესმა შესაძლოა უფრო ღრმა დაზიანება და გართულებები გამოიწვიოს.

კბილების პროფესიონალური წმენდა გულისხმობს კბილების ზედაპირზე დაგროვილი ნადებისა და კბილის ქვის მოცილებას. პროცედურა ხელს უწყობს პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესებას და კარიესისა და ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკას.

პირველადი დახმარება საჭიროა ძლიერი კბილის ტკივილის, ტრავმის ან კბილის სერიოზული დაზიანების დროს. ექიმის დროული ჩარევა ხელს უწყობს ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებას და მდგომარეობის შემდგომი გართულების პრევენციას.