კბილის ექსტრაქცია

კბილის ექსტრაქცია სტომატოლოგიური პროცედურაა, რაც გულისხმობს დაზიანებული, ინფიცირებული ან პრობლემური კბილის ფესვიანად ამოღებას. პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც კბილის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია ან მისი დატოვება სხვა კბილებს ან, ზოგადად, პირის ღრუს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.


კბილის ამოღების ჩვენებები

ღრმა კარიესი და პაროდონტის დაავადებები​

კბილის ექსტრაქციის ერთ-ერთი პირველი მიზეზი ღრმა კარიესია, როცა არხების მკურნალობა და კბილის ბჟენით აღდგენა დაგვიანებულია. ამ და სხვა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ფესვთან ინფექციისა და ანთებით პროცესის განვითარება, რაც ძლიერ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. კბილების ექსტრაქცია ასევე აუცილებელია პაროდონტის დაავადებებისას. ამ დროს ღრძილებსა და ძვლის ქსოვილი ზიანდება, რაც კბილის მორყევას განაპირობებს და მის შენარჩუნებას ართულებს.

სიბრძნის კბილი

ხშირად სრულდება სიბრძნის კბილის ქირურგიულად ამოღების პროცედურა. როგორც წესი, მერვე კბილი უფუნქციოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ის დისკომფორტს უქმნის პაციენტს ან გავლენას ახდენს სხვა კბილების წყობაზე. საქმე ისაა, რომ სიბრძნის კბილი ხშირად არასწორი მიმართულებით ამოდის ან/და არასაკმარისი სივრცის გამო აწვება მეზობელ კბილებს, რაც ტკივილს, ანთებასა და შეშუპებას იწვევს. ზოგჯერ ის სრულად საერთოდ ვერ ამოდის და ინფექციის მუდმივი წყარო ხდება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაგეგმვა

სწორად ჩატარებული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს შესაძლო გართულებების რისკს და მკურნალობის პროცესს უფრო უსაფრთხოსა და პროგნოზირებადს ხდის. მიღებული მონაცემების საფუძველზე სტომატოლოგი ადგენს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას და განსაზღვრავს, რომელი ტიპის ექსტრაქცია იქნება კონკრეტული პაციენტისთვის ყველაზე ეფექტიანი – მარტივი თუ ქირურგიული.

დიაგნისტიკა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • პირის ღრუს შეფასება – სტომატოლოგი დეტალურად აფასებს პირის ღრუს საერთო მდგომარეობას, კბილის დაზიანების ხარისხსა და პაციენტის სიმპტომებს.
  • რენტგენოლოგიური კვლევა – ექიმს საშუალებას აძლევს ზუსტად განსაზღვროს კბილის ფესვების მდებარეობა, მათი ფორმა და მეზობელ ქსოვილებთან კავშირი.
  • გეგმის შედგენა და ანესთეზია – მიღებული მონაცემებით ექიმი ადგენს ინდივიდუალურ გეგმას, ირჩევს ექსტრაქციის ტიპს (მარტივი თუ ქირურგიული) და ანესთეზიის ოპტიმალურ მეთოდს.

პროცედურის ტიპები

პროცედურის ტიპი დამოკიდებულია კბილის მდგომარეობაზე, მის მდებარეობასა და დაზიანების ხარისხზე. ზოგიერთ შემთხვევაში კბილის ამოღება მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი, ხოლო რთულ სიტუაციებში საჭიროა ქირურგიული ჩარევა და დამატებითი მანიპულაციები. რომელი ტიპის ექსტრაქციაა საჭირო, ამას სტომატოლოგი დიაგნოსტიკისა და რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე განსაზღვრავს. სწორად დაგეგმილი პროცედურა ამცირებს გართულებების რისკს და უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას.

 

მარტივი ექსტრაქცია

მარტივი ექსტრაქცია ტარდება მაშინ, როდესაც კბილი სრულად არის ამოსული და მას ექიმი თავისუფლად უდგება. ამ ტიპის პროცედურის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი შედარებით ნაკლებია.

ქირურგიული ექსტრაქცია

ამოიყენება რთულ შემთხვევებში (მაგალითად, როდესაც კბილი ნაწილობრივაა ამოსული, მოტეხილია ან ღრძილშია ჩარჩენილი). უსაფრთხოების მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს ღრძილზე მცირე ჭრილობის გაკეთება ან კბილის რამდენიმე ნაწილად დაყოფა.

 

ნებისმიერი ტიპის ექსტრაქციის დროს გამოიყენება ანესთეზიოლოგიური საშუალებები, რომლის დამსახურებითაც მანიპულაცია სრულიად უმტკივნეულოა. ოპერაციის ჩატარებას ამარტივებს თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები და ხელსაწყოებიც.

ამ ტიპის პროცედურები განსაკუთრებით სტრესულია ბავშვებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვთა სტომატოლოგი ფლობდეს მცირეწლოვან პაციენტებთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებს და სწორი მიდგომის დახმარებით მოუხსნას მას შიში. 

 

კბილის ექსტრაქცია ნარკოზით

მათთვის, ვისაც აქვს სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ ძლიერი შიში, მაღალი მგრძნობელობა ან ესაჭიროება რამდენიმე კბილის ერთდროულად ამოღება, პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს ნარკოზით ან სხვა ტიპის ძლიერი სედატიური საშუალებების გამოყენებით. ნარკოზის გამოყენებამდე პაციენტი გადის დეტალურ კონსულტაციას, სადაც ფასდება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ალერგიული რეაქციები. პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პროფესიონალი ანესთეზიოლოგი.

ჭრილობის მოვლა ექსტრაქციის შემდეგ

კბილის ამოღების შემდეგ სწორად დაგეგმილი პოსტოპერაციული მოვლა უმნიშვნელოვანესია ჭრილობის სწრაფად შეხორცებისა და გართულებების პრევენციისთვის. სტომატოლოგი აკონტროლებს სისხლდენას და ამუშავებს ჭრილობის არეს სპეციალური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებით. რთული შემთხვევების დროს გამოიყენება ქსოვილების სწრაფი რეგენერაციის ხელშემწყობი საშუალებები. ოპერაციის შემდეგ კი პაციენტს ენიშნება ერთი ან რამდენიმე ვიზიტი კონტროლისთვის და შეხორცების პროცესის შესაფასებლად.


კბილის ექსტრაქციის ფასი დამოკიდებულია

მანიპულაციის სირთულეზე

კბილის მდებარეობასა და ტიპზე

ანესთეზიის მეთოდზე

დამატებით პროცედურებზე


რატომ „პრიმერო“?

სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“ გთავაზობთ უახლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტომატოლოგიურ მომსახურებასა და უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო მკურნალობას.კლინიკაში დაგხვდებათ:თანამედროვე ტექნიკური ბაზა – კლინიკა აღჭურვილია უახლესი პანორამული და 3D (CBCT) დიაგნოსტიკური აპარატებით, რაც ექიმს აძლევს ფესვებისა და ძვლოვანი ქსოვილების დეტალურად შეფასების საშუალებას.სრულიად უმტკივნეულო პროცედურები – უახლესი ანესთეზიოლოგიური პროტოკოლებისა და პრეპარატების წყალობით, ნებისმიერი სირთულის მანიპულაცია აბსოლუტურად კომფორტულია.ხარისხის უმკაცრესი კონტროლი – კლინიკაში სრულადაა დაცული სტერილიზაციის უახლესი საერთაშორისო პროტოკოლები და პაციენტის უსაფრთხოების ნორმები.გამოცდილი პროფესიონალების გუნდი – ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით იძლევიან საუკეთესო და გრძელვადიანი შედეგის გარანტიას.


სერვისები