კბილების გათეთრება
დროთა განმავლობაში კბილების ფერის ცვლილება სრულიად ბუნებრივია. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პირის ღრუს სათანადო მოვლას ხშირად ართულებს ორთოდონტიული პრობლემები, მათ შორის კბილების არასწორი განლაგება. ასეთ დროს წარმოიქმნება მიუდგომელი უბნები, რომლებსაც კბილის ჯაგრისი სრულყოფილად ვერ ასუფთავებს. დროთა განმავლობაში ამ ადგილებში გროვდება ნადები, რაც ზრდის პიგმენტური ლაქებისა და კბილების შეფერილობის ცვლილების რისკს.

რას გულისხმობს კბილების გათეთრება?
ეს არის სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის მიზანიც კბილების ფერის გაღიავება, ბუნებრივი სითეთრის აღდგენა და ღიმილის ესთეტიკის გაუმჯობესებაა. პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური მათეთრებელი გელები, რომლებიც ამცირებს მინანქარზე არსებულ პიგმენტურ ლაქებს და კბილებს უფრო ნათელ იერს აძლევს.
გათეთრება შეიძლება ჩატარდეს როგორც კლინიკაში პროფესიონალური მეთოდებით, ისე სახლის პირობებში ინდივიდუალური კაპების გამოყენებით. ნებისმიერ შემთხვევაშიც პროცედურა სტომატოლოგის რეკომენდაციების შესაბამისად და კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს. სწორად ჩატარებული კბილის გათეთრება უზრუნველყოფს ბუნებრივ და ხანგრძლივ შედეგს.

რა უნდა გავითვალისწინოთ კბილის გათეთრების დროს?
პირველ რიგში, უნდა მოხდეს პირის ღრუს სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, რა დროსაც სტომატოლოგმა უნდა შეაფასოს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა. თუკი პაციენტს აღენიშნება კარიესი, მინანქრის დაზიანება, ღრძილების ანთება ან სხვა მსგავსი ტიპის პრობლემები, სასურველია, ჯერ ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. გარდა ამისა, გათეთრებამდე რეკომენდებულია კბილების პროფესიული წმენდა. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ბჟენები, ვინირები და გვირგვინები გათეთრებისას ფერს არ იცვლის. ამიტომ ერთგვაროვანი შედეგისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს არსებული რესტავრაციების ჩანაცვლებაც.

კბილის ტონის სწორად შერჩევა
ძალიან მნიშვნელოვანია კბილის ტონის სწორად შერჩევაც, რისთვისაც უნდა მოხდეს პაციენტის კანის, თმის, თვალების ფერის, ასევე, მისი ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინება. „პრიმეროში“ ფერის შერჩევისას ვიყენებთ სპეციალურ ფერთა შკალას, რომელიც გვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ სასურველი ტონი. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სტომატოლოგის გამოცდილებასაც, რათა პაციენტს მიაწოდოს რეკომენდაციები და გაუმარტივოს სწორი არჩევანის გაკეთება.

საოფისე გათეთრება
საოფისე გათეთრება თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა, რომელიც უზრუნველყოფს კბილების ფერის მოკლე დროში გაუმჯობესებას. ხშირ შემთხვევაში ერთი სესია უკვე საკმარისია კბილების რამდენიმე ტონით გასაღიავებლად. საოფისე გათეთრების დროს გამოიყენება მათეთრებელი გელები, რომლებიც აქტიურდება დასხივებისას ან სხვა აპარატურული სისტემების დახმარებით. აუცილებელია პროცესი გაკონტროლდეს სპეციალისტის მიერ, რათა პაციენტს არ განუვითარდეს მგრძნობელობა და არ დაზიანდეს მინანქარი. გათეთრების თანამედროვე სისტემები ორიენტირებულია არა მხოლოდ სწრაფ შედეგზე, არამედ მინანქრის მაქსიმალურად დაცვაზეც.

კბილის გათეთრება Zoom ტექნოლოგიით
საფირის ლიგატურიანი ბრეკეტი უფრო ესთეტიკური ალტერნატივაა, რადგან ის გამჭვირვალე მასალისგან მზადდება და ნაკლებად შესამჩნევია. ის დახვეწილი, ესთეტიკური ვიზუალისაა და კბილებს მაქსიმალურად ბუნებრივად ერწყმის. აღსანიშნავია, რომ საფირის სისტემა ვიზუალურად მსუბუქ კონსტრუქციად აღიქმება, თუმცა რეალურად ის საკმაოდ მტკიცე და საიმედოა.

კბილების გათეთრება კაპებით
კბილების გათეთრება კაპებით პაციენტს საშუალებას აძლევს პროცედურა ეტაპობრივად, ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით ჩაიტაროს. პირველ რიგში, სტომატოლოგი იღებს კბილების ანაბეჭდს, რის საფუძველზეც მზადდება ინდივიდუალური კაპები. ეს არის აუცილებელი საფეხური, რათა კაპი სრულად მოერგოს პაციენტის კბილების ფორმას. ამის შემდეგ მასზე დაიტანება სპეციალური მათეთრებელი გელი. მისი გამოყენება პაციენტს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ დროს. გათეთრება ინდივიდუალური კაპით განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც აქვს დატვირთული ან არაპროგნოზირებადი გრაფიკი. ის ასევე კარგი არჩევანია მგრძნობიარე კბილების მქონე ადამიანებისთვის, რადგან პროცედურა უფრო ნაზი მოქმედებით გამოირჩევა და ნაკლებ გავლენას ახდენს კბილის მინანქარზე.
შესაბამისი პროცედურის შესარჩევად გაეცანით „პრიმეროს“ სტომატოლოგებს და დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ.
რატომ იცვლის კბილი ფერს?
კბილის ემალის შეფერილობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ფერის ცვლილებას ყველაზე ხშირად იწვევს:
ყავის, ჩაის, თამბაქოს ხშირი მოხმარება
წითელი ღვინო და სხვა ფერადი სასმელები
არასრულფასოვანი ჰიგიენა
ორთოდონტიული პრობლემები, მათ შორის კბილების არასწორი განლაგება
როგორ მოვუაროთ კბილებს გათეთრების შემდეგ?
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის დასრულების შემდეგ კბილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა უფრო მგრძნობიარე, ასევე, პიგმენტაციის მიმართ მეტად მიდრეკილი გახდეს. ამიტომ დისკომფორტის შესამცირებლად და შედეგის მაქსიმალურად დიდხანს შესანარჩუნებლად აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება.
პირველი 24-48 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ისეთი პროდუქტების მიღებისგან, რომლებიც კბილის შეფერვას იწვევს. მათ შორისაა ყავა, ჩაი, წითელი ღვინო, გაზიანი და სხვა ფერადი სასმელები, შოკოლადი და სოიოს სოუსი. კვების ამ ტიპს ზოგჯერ „თეთრ დიეტასაც“ უწოდებენ, რადგან რეკომენდებულია მხოლოდ ღია ფერის საკვების მიღება. ამასთან, მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოთ თამბაქოს მოხმარება.
გათეთრების შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა. კბილები უნდა გაიხეხოთ რბილი ჯაგრისითა და მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი პასტით. მნიშვნელოვანია კბილის ძაფისა და პირის ღრუს სავლების გამოყენებაც, რათა მინანქარზე ნადების დაგროვების პროცესი შენელდეს.
გახსოვდეთ, რომ მგრძნობელობა ცივ ან ცხელ საკვებზე პროცედურის შემდეგ დროებითია და თავისით გაივლის. თუ ის განსაკუთრებით შემაწუხებელი გახდა, გამოიყენეთ მგრძნობელობის საწინააღმდეგო საშუალებები და დროებით მოერიდეთ ძალიან ცივი ან ცხელი პროდუქტების მიღებას.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მიღებული შედეგის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია პროფესიული წმენდის რეგულარულად ჩატარება და ისეთი ჩვევების შეზღუდვა, რომლებიც ხელს უწყობს კბილების ფერის ცვლილებას.
რატომ „პრიმერო“?
სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“ უახლესი ტექნოლოგიებისა და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით, გთავაზობთ კბილების გათეთრების პროცედურას, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო.
კლინიკა გთავაზობთ:
ინოვაციურ აპარატურასა და ტექნოლოგიებს
უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურებს
გამოცდილ სტომატოლოგთა გუნდს
კბილის ტონის ინდივიდუალურ და სწორ შერჩევას
სრულფასოვან წინასწარ დიაგნოსტიკას
მყუდრო და პაციენტზე მორგებულ გარემოს









