ბრეკეტები
კბილების სწორი განლაგება არამხოლოდ ღიმილის ესთეტიკურ მხარეს განსაზღვრავს, არამედ გავლენას ახდენს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. დიდწილად მასზეა დამოკიდებული რამდენად გამართულია ღეჭვის ფუნქცია თუ მეტყველება. ასევე, რამდენად სრულფასოვნადაა დაცული პირის ღრუს ჰიგიენა. კბილების გასწორების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბრეკეტებით მკურნალობაა.

ბრეკეტების მნიშვნელობა
არასწორად განლაგებული კბილები ართულებს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას, კონკრეტულად კი, კბილთა შორის სივრცეების სრულად გაწმენდასა და ნადების მოშორებას. შედეგად, იზრდება კარიესისა და ღრძილების ანთების რისკი.

ორთოდონტიული ბრეკეტები
ორთოდონტიული ბრეკეტები რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების დროს: კბილების არასწორი განლაგება, კბილებს შორის ზედმეტი დაშორებები, ერთმანეთზე გადაჯვარედინებული კბილები, დარღვეული თანკბილვა, ღეჭვისა და ყბის ფუნქციური პრობლემები, ღიმილის ესთეტიკურად გაუმჯობესების სურვილი.

ბრეკეტები ორივე ყბაზე
ბევრ შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ბრეკეტები ორივე ყბაზე გაკეთდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანკბილვის დარღვევის რთული შემთხვევების დროს. ორივე ყბაზე ბრეკეტების ფიქსაცია უზრუნველყოფს: ზედა და ქვედა კბილების თანკბილვის გამოსწორებას, ღეჭვის ფუნქციის გაუმჯობესებას, სახის პროპორციების უკეთ დაბალანსებას და კბილების სიმეტრიულ გადაადგილებას.

მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტი
მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტი კლასიკური და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სისტემაა. იგი შედგება მეტალის ბრეკეტების, ლიგატურებისა და სპეციალური რეზინებისგან რკალის დასაფიქსირებლად. მისი მთავარი უპირატესობებია: მაღალი გამძლეობა, რთული დარღვევების ეფექტიანი კორექცია, სტაბილური შედეგი და შედარებით ხელმისაწვდომი ფასი. ეს სისტემა განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს სჭირდება უფრო ინტენსიური ორთოდონტიული მკურნალობა.

საფირის ლიგატურიანი ბრეკეტი
საფირის ლიგატურიანი ბრეკეტი უფრო ესთეტიკური ალტერნატივაა, რადგან ის გამჭვირვალე მასალისგან მზადდება და ნაკლებად შესამჩნევია. ის დახვეწილი, ესთეტიკური ვიზუალისაა და კბილებს მაქსიმალურად ბუნებრივად ერწყმის. აღსანიშნავია, რომ საფირის სისტემა ვიზუალურად მსუბუქ კონსტრუქციად აღიქმება, თუმცა რეალურად ის საკმაოდ მტკიცე და საიმედოა.

თვითლიგირებადი მეტალის ბრეკეტი
თვითლიგირებადი მეტალის ბრეკეტი თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი სისტემაა, რომელიც ლიგატურების გარეშე ფუნქციონირებს. ბრეკეტს სპეციალური ჩამკეტი მექანიზმი აქვს, რომელიც რკალს თავად აფიქსირებს. ის ექიმთან ნაკლებ ვიზიტს საჭიროებს და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო სწრაფ შედეგსაც იძლევა.

ბრეკეტის აქტივაცია და კონტროლი
ბრეკეტის აქტივაცია მკურნალობის აუცილებელი ნაწილია, რაც მოიცავს კბილების მდგომარეობის შესაბამისად ბრეკეტის რკალის შეცვლას, ლიგატურების ან ზეწოლის ინტენსივობის რეგულირებას. ამ პროცესი უდიდეს გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, რადგან სწორედ ეს უზრუნველყოფს კბილების ეტაპობრივ გადაადგილებას სწორ პოზიციაში.

ბრეკეტის რკალი და რეზინი
ბრეკეტის რკალი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც კბილების გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. ბრეკეტის რეზინი კი ლიგატურიან სისტემებში რკალის დასაფიქსირებლად გამოიყენება. ხელმისაწვდომია ფერადი ლიგატურებიც, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, ხელმისაწვდომია ნეიტრალური და გამჭვირვალე ვარიანტებიც, რომლებსაც უფრო ხშირად ზრდასრული პაციენტები ირჩევენ.
როგორ მიმდინარეობს ბრეკეტებით მკურნალობა?
ბრეკეტებით მკურნალობა იწყება ორთოდონტის კონსულტაციით. ექიმი აფასებს კბილების მდგომარეობას, თანკბილვასა და ყბის სტრუქტურას. ასევე, ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა და ციფრული დიაგნოსტიკა.
მკურნალობის ეტაპებია:
პირველადი კონსულტაცია
დიაგნოსტიკა და შესაბამისი ბრეკეტ სისტემის შერჩევა
ბრეკეტების ფიქსაცია
ბრეკეტის აქტივაცია და პროცესის რეგულარული მონიტორინგი
მკურნალობის დასრულების შემდეგ ბრეკეტის მოხსნა
რეტეინერის გამოყენება მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად
ბრეკეტის მოვლა
მისი სწორად მოვლისთვის აუცილებელია ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა, რადგან ბრეკეტ სისტემის გარშემო საკვების ნარჩენები და ნადები უფრო მარტივად გროვდება. სწორი ჰიგიენა მნიშვნელოვნად ამცირებს კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების რისკს, ასევე ხელს უწყობს უსაფრთხო მკურნალობას.
რეკომენდებულია:
- ბრეკეტების ჯაგრისი – სპეციალური ფორმის ჯაგრისი უკეთ წმენდს ბრეკეტებსა და კბილის ზედაპირს
- ინტერდენტალური ჯაგრისი – გამოიყენება ბრეკეტებსა და კბილებს შორის სივრცეების გასაწმენდად
- ბრეკეტის საწმენდი საშუალებები – ხელს უშლის ბაქტერიებისა და ნადების დაგროვებას
- კბილის ძაფი და ირიგატორი – უზრუნველყოფს ღრძილების ხაზისა და კბილებს შორის არსებული სივრცეების ღრმა წმენდას
ბრეკეტის მოხსნა
მკურნალობის დასრულების შემდეგ ბრეკეტის მოხსნა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ეტაპია პაციენტისთვის. პროცედურა უსაფრთხო, კონტროლირებადი და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ორთოდონტი სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით ფრთხილად აშორებს ბრეკეტ სისტემას კბილის ზედაპირიდან, შემდეგ კი ასუფთავებს კბილებს დარჩენილი მასალისგან.
ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ექიმი აფასებს მიღებულ შედეგს, კბილების განლაგებასა და თანკბილვას. იმისათვის, რომ კბილებმა ახალი პოზიცია შეინარჩუნოს და არ დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება რეტეინერის გამოყენება.
ბრეკეტების ფასი დამოკიდებულია
არჩეული სისტემის ტიპზე
მკურნალობის სირთულეზე
მკურნალობის ხანგრძლივობაზე
დამატებით პროცედურებზე
განსხვავდება როგორც სრული სისტემის, ისე კონკრეტული ბრეკეტის ფასი. ზუსტი ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ დიაგნოსტიკის შემდეგ.
რატომ „პრიმერო“?
სტომატოლოგიური კლინიკა „პრიმერო“ გთავაზობთ ორთოდონტიულ მომსახურებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინდივიდუალური მიდგომით. ამასთან, ჩვენ ვიყენებთ უმაღლესის ხარისხის მასალისგან დამზადებულ ბრეკეტებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას.
აღსანიშნავია, რომ ორთოდონტია „პრიმეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, კლინიკაში დანერგილია კბილების გასწორების სხვა წამყვანი მეთოდებიც. მათი შერჩევა ინდივიდუალურად, კონსულტაციის საფუძველზე ხდება.









