ორთოდონტია

კბილების არასწორი განლაგება, თანკბილვის დარღვევები და ყბების დეფორმაციები გავლენას ახდენს როგორც ღიმილის ვიზუალურ მხარეზე, ისე პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. აღნიშნული პრობლემები ართულებს ჰიგიენური ნორმების დაცვას და ხელს უშლის ყბის სისტემის გამართულად მუშაობას. შედეგად, იზრდება კარიესის, ღრძილების დაავადებების და კბილების ცვეთის რისკი. 

ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია კბილების გასწორება, თანკბილვისა და ყბების დეფორმაციების კორექცია-ნორმალიზება, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს არა მხოლოდ ლამაზ ღიმილს, არამედ ყბის სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას. 

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ორთოდონტიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობის გეგმას. თითოეულ პაციენტს უტარდება დეტალური კონსულტაცია და სრული დიაგნოსტიკა, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან და სტაბილურ შედეგს.

ორთოდონტიული მოსახსნელი ფირფიტა

ორთოდონტიული ფირფიტა გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში კბილების ადრეულ ეტაპზე კორექციისთვის. ის უზრუნველყოფს კბილების სწორ განლაგებას და ყბის სისტემის ფორმირებას. მკურნალობის ეს მეთოდი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს საჭიროების შემთხვევაში მოიხსნას აპარატი და სრულფასოვნად ჩაიტაროს პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურები. ფირფიტა მზადდება ინდივიდუალურად, პაციენტის ყბის ანაბეჭდის საფუძველზე.

მეტალის თვითლიგირებადი ბრეკეტი

მეტალის თვითლიგირებადი ბრეკეტი თანამედროვე ორთოდონტიული სისტემაა, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ლიგატურებს. იგი აღჭურვილია სპეციალური მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს კბილების უფრო თავისუფალ და კონტროლირებად გადაადგილებას. ის გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობითა და კომფორტით და, რაც მთავარია, ხშირად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას. მეტალის თვითლიგირებადი ბრეკეტი განსაკუთრებით პოპულარულია პაციენტებში, რომლებიც ეძებენ სწრაფ და თანამედროვე გადაწყვეტას.

საფირის ლიგატურიანი ბრეკეტი

საფირის ბრეკეტები წარმოადგენს ესთეტიკურად დახვეწილ ორთოდონტიულ სისტემას, დამზადებულ გამჭვირვალე კრისტალური მასალისგან. მათი ფერი ძალიან ჰგავს კბილის ბუნებრივ ტონს, რის გამოც ისინი თითქმის უხილავია. თავისი ბუნებრივი, შეუმჩნეველი დიზაინის გამო ამ აპარატს განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ პაციენტები.

მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტი

მეტალის ლიგატურიანი ბრეკეტი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტიანი მეთოდია კბილების გასწორებისთვის. იგი შედგება მეტალის ბრეკეტებისა და სპეციალური ლიგატურებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილების თანდათან გადაადგილებას. ეს სისტემა გამოირჩევა მაღალი გამძლეობით და განსაკუთრებით ეფექტიანია რთული ორთოდონტიული შემთხვევების დროს.

ბრეკეტის მოხსნა

ბრეკეტები სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით იხსნება, რის გამოც პროცედურა არის უსაფრთხო და უმტკივნეულო. აპარატის მოხსნის შემდეგ კბილების ზედაპირები იწმინდება სპეციალური საშუალებებით წებოვანი ნარჩენების სრულად მოსაცილებლად. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს უკეთდება რეტენციული აპარატი (რეტეინერი), რომელიც მიღწეული შედეგის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ორთოდონტიული ფირფიტა სამმიმართულებიანი ხრახნით

სამმიმართულებიანი ხრახნით აღჭურვილი ორთოდონტიული ფირფიტა გამოიყენება რთული და კომპლექსური კორექციებისთვის. სპეციალური მექანიზმი საშუალებას იძლევა კბილებზე და ყბაზე ზემოქმედება განხორციელდეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. აპარატი გარკვეული პერიოდულობით რეგულირება სპეციალისტის მიერ.

ელაინერით მკურნალობა

ელაინერები გამჭვირვალე, მოსახსნელი ორთოდონტიული კაპებია, რომლებიც კბილების ეტაპობრივ გასწორებას უზრუნველყოფს. ისინი პრაქტიკულად შეუმჩნეველია, რის გამოც მას განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ ზრდასრული პაციენტები. ელაინერების მოხსნა შესაძლებელია ჭამისა და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროს, რაც მკურნალობას უფრო კომფორტულსა ხდის.

სერვისები