კბილების პროფესიული წმენდა

ჰიგიენური პროცედურების ყოველდღიურად ჩატარების მიუხედავად, დროთა განმავლობაში კბილებზე გროვდება ნადები და ქვები. მათი სრულად მოშორება ჩვეულებრივი ჯაგრისით შეუძლებელია, ამიტომ გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა. აღნიშნული პროცედურა უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელი პირის ღრუს შესანარჩუნებლად, რადგან ის უზრუნველყოფს კბილებისა და ღრძილების დაავადებების პრევენციას.


რატომ არის მნიშვნელოვანი კბილების წმენდა?

ყოველდღიური ჰიგიენა – კბილების გახეხვა, ძაფისა თუ სავლების გამოყენება – პირის ღრუს მოვლის აუცილებელი ნაწილია, თუმცა არასაკმარისი. კბილებზე, განსაკუთრებით კი ღრძილების ხაზთან და ძნელად მისადგომ ადგილებში, დროთა განმავლობაში გროვდება ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში ქვებად გარდაიქმნება. მათი მოცილება კი მხოლოდ პროფესიული სტომატოლოგიური პროცედურით არის შესაძლებელი. 

ბევრს მიაჩნია, რომ კბილების პროფესიული წმენდა მხოლოდ კბილების სიჯანსაღისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა ის არანაკლებ აუცილებელია ღრძილების დაავადებების პრევენციისთვისაც. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან ასევე ხელმისაწვდომია პაროდონტოლოგიური მომსახურება, რომელიც მოიცავს არამხოლოდ კბილების წმენდას, არამედ ყველა იმ სერვისს, რომელიც საჭიროა ღრძილების პრობლემების პროფილაქტიკისთვის თუ უკვე არსებული პათოლოგიის აღმოსაფხვრელად. 

დაგროვილი ნადები და კბილის ქვა ზრდის ისეთი პრობლემებისა და გართულებების განვითარების რისკს, როგორებიცაა: 

უსიამოვნო სუნი პირიდან

ღრძილების გაღიზიანება და ანთება

ღრძილებიდან სისხლდენა

მინანქრის დაზიანება და კარიესი

პაროდონტიტი

კბილების მგრძნობელობის მომატება და სხვა

სწორედ ამიტომ, კბილების პროფესიული წმენდა მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურა არ არის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერვენცია, რომელსაც თერაპიული სტომატოლოგია იყენებს მთელი რიგი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

 

პროცედურა მოიცავს კბილების ზედაპირისა და კბილთა შორის სივრცეების სპეციალური ინსტრუმენტებით გაწმენდას. ის არის სრულიად უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულო. 

კლინიკა „პრიმეროში“ სრულდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმა წმენდა სხვადასხვა აპარატურით. მათ შორისაა: 

სკეილინგი

უზრუნველყოფს კბილების ზედაპირიდან და ღრძილების ხაზებთან არსებული სივრცეებიდან ქვებისა და ნადების მოშორებას. მისი დახმარებით შესაძლებელია ღრძილების ანთებითი პროცესებისა და პაროდონტის დაავადებების პრევენცია.

კბილების აირჭავლოვანი წმენდა (AirFlow)

AirFlow წარმოადგენს თანამედროვე და არაინვაზიურ პროფესიული წმენდის მეთოდს, რომლის დროსაც ნადებისა და ბაქტერიების მოშორება ხდება ჰაერის, წყლისა და სპეციალური მიკრონაწილაკების ნაკადის საშუალებით. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტიანია კბილთაშორისი და სხვა რთულად მისადგომი უბნების გასაწმენდად. AirFlow არ აზიანებს კბილის ემალს, არის უსაფრთხო, კომფორტული და უმტკივნეულო. სწორედ ამიტომ, ის რეკომენდებულია როგორც ზრდასრული პაციენტებისთვის, ისე ბავშვებისთვის.


ვის სჭირდება კბილების გაწმენდა?

ეს არის პროცედურა, რომლის ჩატარებაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა კბილების პროფესიული წმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეული ჯგუფის პაციენტთათვის. მათ შორის არიან ისინი, ვინც:

  • ეწევიან – თამბაქოს მოხმარება ხელს უწყობს კბილების გაყვითლებას, მუქი ლაქების წარმოქმნას და ნადების სწრაფად დაგროვებას.
  • ხშირად სვამენ ყავას, ჩაის ან ფერად სასმელებს – ასეთი სასმელები დროთა განმავლობაში კბილებს უცვლის ფერს.
  • ატარებენ ბრეკეტებს ან სხვა ორთოდონტიულ კონსტრუქციებს – ბრეკეტები ართულებს კბილების სრულფასოვან გაწმენდას და ზრდის ნადების დაგროვების რისკს. ამიტომ ორთოდონტია ორიენტირებული უნდა იყოს არამხოლოდ კბილების გასწორების პროცესზე, არამედ სხვადასხვა პროცედურით უნდა უზრუნველყოს სუფთა პირის ღრუს შენარჩუნებაც.
  • უჩივიან ღრძილების ანთებასა და სისხლდენას – ეს ხშირად ნადებისა და ბაქტერიების დაგროვების ერთ-ერთი პირველი ნიშანია.
  • აქვთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში – ხშირ შემთხვევაში მიზეზი ბაქტერიული ნადები და ჰიგიენური პროცედურების არასრულფასოვნად დაცვაა.
  • ამჩნევენ კბილებზე ყვითელ ან მუქ ნადებს – როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ნადები დროთა განმავლობაში მყარდება და კბილის ქვებად გარდაიქმნება.
  • მიდრეკილნი არიან კარიესისა და ღრძილების დაავადებებისკენ – პროფესიული წმენდა ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას და სტომატოლოგიური პრობლემების განვითარების რისკს.

სტომატოლოგები რეკომენდაციას უწევენ პროფესიული კბილების წმენდის ჩატარებას საშუალოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, პაროდონტის პრობლემების ან ბრეკეტების ტარების დროს, შესაძლოა, წმენდის საჭიროება უფრო ხშირად წარმოიქმნას. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად დაჯავშნეთ ვიზიტი და გაესაუბრეთ ჩვენს სპეციალისტებს. მანამდე კი გაიცანით „პრიმეროს“ სტომატოლოგები

არის თუ არა კბილების წმენდა მტკივნეული?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა მტკივნეულია თუ არა პროცედურა. პასუხი კი ცალსახაა – თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიებისა და აპარატურის გამოყენებით, კბილების პროფესიული წმენდა უმტკივნეულო, კომფორტული და სრულიად უსაფრთხოა. 

პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტი შესაძლოა გრძნობდეს მცირე ზეწოლას, წყლის ნაკადს ან სხვა უმნიშვნელო შეგრძნებებს. განსაკუთრებულად მგრძნობიარე კბილების ან ღრძილების მქონე პაციენტებისთვის შესაძლებელია სპეციალური მგრძნობელობის შემამცირებელი საშუალებების გამოყენებაც, რაც პროცედურას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.


კბილის წმენდის ფასი დამოკიდებულია

ნადებისა და ქვების რაოდენობაზე

საჭირო პროცედურის ტიპზე

ზედაპირული თუ ღრმა წმენდის საჭიროებაზე

დამატებით მომსახურებებსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებზე

თუ კბილებზე დაგროვილია დიდი რაოდენობით მყარი ნადები ან საჭიროა ღრძილების ქვემოთ არსებული უბნების მეტად დამუშავება, პროცედურა შესაძლოა უფრო კომპლექსური გახდეს. 

კლინიკა „პრიმეროში“ თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ვუდგებით, ამიტომ ნებისმიერი პროცედურის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ პირის ღრუს მდგომარეობასა და კონკრეტულ საჭიროებებს.


რატომ „პრიმერო“?

ჩვენთან კბილების პროფესიული წმენდა ტარდება თანამედროვე აპარატურისა და უახლესი მეთოდების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს პროცედურის განსაკუთრებულ ეფექტიანობას. 

„პრიმერო“ გთავაზობთ:

თანამედროვე სტომატოლოგიურ აპარატურასა და ტექნოლოგიებს

უსაფრთხო, ეფექტიან და კომფორტულ პროცედურებს

გამოცდილი და კვალიფიციური სტომატოლოგების გუნდის მომსახურებას

თითოეულ პაციენტზე მორგებულ ინდივიდუალურ მიდგომას

სრულფასოვან კონსულტაციასა და პირის ღრუს მდგომარეობის დეტალურ შეფასებას

მყუდრო და პაციენტზე მორგებულ გარემოს


სერვისები