თერაპიული სტომატოლოგია
პირის ღრუს ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია კბილების და ღრძილების რეგულარულ და სწორ მოვლაზე. თერაპიული სტომატოლოგია ითვალისწინებს პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკას, მათი არსებობის შემთხვევაში კი – დროულ მკურნალობას, რაც თავიდან აგარიდებთ სერიოზულ გართულებებსა და დაავადებებს.
ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს სრულფასოვან დიაგნოსტიკას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.

ფესვის არხის მკურნალობა (ენდოდონტია)
მკურნალობა მოიცავს ინფიცირებული არხის გაწმენდას, ფორმირებასა და დეზინფექციას, რის შემდეგაც არხი ივსება სპეციალური მასალით. მკურნალობის მიზანია კბილის ფუნქციის აღდგენა და შენარჩუნება, ასევე შემდგომი ინფექციის თავიდან აცილება. მკურნალობა ტარდება მიკროსკოპის ქვეშ, მაქსიმალური ვიზუალიზაციის პირობებში, რაც სრულყოფილი შედეგის გარანტიას იძლევა.

პროფესიონალური წმენდა
პროფესიონალური წმენდა მოიცავს კბილების ზედაპირისა და კბილთა შორის სივრცეების სპეციალური ინსტრუმენტებით გაწმენდას. პროცედურის მიზანია დაგროვილი ნალექისა და ნადების მოცილება და პირის ღრუს ბაქტერიებისგან გაწმენდა. პროცედურის შედეგად კბილებს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. ამასთან, ის უზრუნველყოფს კარიესის, ღრძილების დაავადებებისა და კბილების ცვეთის პროფილაქტიკას. პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულო.

კარიესის მკურნალობა
შესაბამისი პროცედურების მეშვეობით იკურნება როგორც ზედაპირული, ისე საშუალო და ღრმა კარიერი. კბილიდან დაზიანებული ნაწილის მოცილების შემდეგ, სივრცე ივსება სპეციალური მასალით, რაც უზრუნველყოფს კბილის ფუნქციის სრულად შენარჩუნებას.

პირველადი დახმარება
პირველადი დახმარება გულისხმობს კბილის ძლიერი ტკივილის, სერიოზული დაზიანებისა და ტრავმის დროს სწრაფ ჩარევას, რაც პაციენტს მდგომარეობას მყისიერად უმსუბუქებს.

რესტავრაცია
პროცედურის დროს კბილის ფისურები იფარება სპეციალური ჰერმეტიკული მასალით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების მოხვედრას ღრმა ნაპრალებში. შედეგად, მცირდება კარიესის განვითარების რისკი და უმჯობესდება პირის ღრუს ზოგადი ჯანმრთელობა. პროცედურა უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულოა.









